რეზონანსი
(01.02.2024)

პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, გარ­და­იც­ვა­ლა გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რი მი­ხე­ილ ქი­რია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, იგი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე სენს ებ­რძო­და.

„ძა­ლი­ან მძი­მე, სამ­წუ­ხა­რო და სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა და გა­მორ­ჩე­უ­ლად ღირ­სე­უ­ლი, ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გის, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რის მიშა ქი­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ძა­ლი­ან უნ­დო­და სი­ცო­ცხლე, ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ მორ­ჩე­ნი­ლი­ყო, ძა­ლი­ან სჯე­რო­და და მედგრად ებ­რძო­და ამ ვე­რაგ სენს, მა­სა­ვით მეც მჯე­რო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, და­მარ­ცხდა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ მი­შას დახ­მა­რე­ბის და მხარ­და­ჭე­რის­თვის, არა­სო­დეს რომ არ იხევ­დით უკან მის და­სა­ხა­მა­რე­ბა­ლად. ათას მად­ლო­ბას იხ­დი­და, რო­დე­საც თან­ხას ვუგ­ზავ­ნი­დით და კი­დევ უფრო მეტი შე­მარ­თე­ბით და იმე­დით მი­დი­ო­და ხოლ­მე და­ნიშ­ნულ პრო­ცე­დუ­რებ­ზე. ვუ­სა­მი­ძიმ­რებ მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებს”, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი მაგ­და­ლი­ნა კა­პა­ნა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე