რეზონანსი
(31.01.2024)

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

„დეზინფორმაციის პრევენციის მიზნით, საჯაროდ გიზიარებთ ზურიკოს ამჟამინდელ მდგომარეობას: ზურა აგრძელებს ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს მიუნხენში.

მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეტად გამოიკვეთება ტვინის მდგომარეობა და პროგნოზები.

ამჟამად, არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე. გერმანელი ექიმების თქმით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ეცდებიან მართვითი სუნთქვის მოხსნას, იმის იმედით, რომ თავად მოახერხებს სუნთქვას, ტრაქეოსტომიის გარეშე.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თანადგომისთვის და გულისხმიერებისთვის," - წერს ანო მაისურაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე