რეზონანსი
(31.01.2024)

არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება – ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა წერს, რომლის გადაცემაც „ფორმულაზე“ იხურება.

„გადაცემა „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ ფორმულაზე იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ „ია ფარულავას კონვერტზე“ და შემდეგ ამ ახალ პროექტში, სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე. დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას, წარამტებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ არც ერთი წუთით არ მწყდება გული, რადგან ესეთია ეს ბიზნესი“, - დაწერა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე