რეზონანსი
(30.01.2024)

მე­ფა­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში ბარ­ბა­რო­ბას მე­სა­მე გო­გო­ნა ტატა და­ი­ბა­და. ამ ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ამ 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე, ვა­კის პარკში არას­წო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა შად­რე­ვან­მა იმ­სხვერ­პლა.

გო­გო­ნა დედა, ანა შო­ში­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ მა­რი­ტას უმ­ცრო­სი და შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქმა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა მო­ნათ­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოჯახ­ში ყო­ვე­ლი მე­სა­მე და შემ­დე­გი შვი­ლის ნათ­ლია პატ­რი­არ­ქია, ხოლო, ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, ოჯახს მხო­ლოდ ორი ნათ­ლი­ის შერ­ჩე­ვა შე­უძ­ლი­ათ. მე­ფა­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა არ­ჩე­ვა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე, მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ა­ზე და მამა საბა ჭი­კა­ი­ძე­ზე გა­ა­კე­თეს.

რო­გორც მამა სა­ბამ "ამბებთან" სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ოჯახს ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნის შემ­დეგ და­უ­ახ­ლოვ­და.

„ოჯახს მა­რი­ტა­ზე კი­დევ ერთი წლით უფ­რო­სი გო­გო­ნა ჰყავთ, ტატა მე­სა­მე შვი­ლია. მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა მოვ­ნათ­ლეთ, პატ­რი­არ­ქი, მე და მამა შალ­ვა ვი­ყა­ვით ნათ­ლი­ე­ბი. ოჯახს მა­ნამ­დე არ ვიც­ნობ­დი, არც მამა შალ­ვა, ვიც­ნობ­დი მა­რი­ტას კლა­სე­ლებს და მათ მშობ­ლებს. რო­დე­საც ეს მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, ერთ-ერთი მშო­ბე­ლი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რაც მოხ­და. მა­შინ ჯერ კი­დევ მა­რი­ტა ცო­ცხა­ლი იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მშო­ბელ­მა მი­თხრა, ბავ­შვე­ბი გვინ­და მო­ვიყ­ვა­ნოთ თქვენ­თან, ძა­ლი­ან და­ზაფ­რუ­ლე­ბი არი­ა­ნო.

მე არ მე­ცა­ლა მა­შინ, მამა შალ­ვას და­ვუ­კავ­შირ­დი, ის დახ­ვდათ, პა­რაკ­ლი­სი გა­და­უ­ხა­და მა­რი­ტას, ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­პყრო ბავ­შვებ­საც. მე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ვი­ყა­ვი, ჩემი გო­გო­ნა მყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ვი­ქე­ცი იმ დღეს­ვე, სა­ღა­მოს, ოჯახს სახ­ლში ვეს­ტუმ­რეთ მე და მამა შალ­ვა, ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ ჩვენ ეკ­ლე­სი­ას­თან.

იმ დღის შემ­დეგ და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. მი­ვე­დით, ვა­ნუ­გე­შეთ, ვე­სა­უბ­რეთ, პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ვუ­ხა­დეთ მა­რი­ტას, მერე დაკ­რძალ­ვა­ზეც, ყველ­გან ერ­თად ვი­ყა­ვით. მერე ჩვენ­თან და­ი­წყეს ტა­ძარ­ში სი­ა­რუ­ლი, ღვთის მად­ლით, ეკ­ლე­სი­უ­რი მორ­წმუ­ნე­ე­ბი გახ­დნენ, ანა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ ოჯახ­თან.

17 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და, ბარ­ბა­რო­ბას, მე­ორ­მო­ცე დღეს, ნათ­ლო­ბამ ნი­ნო­ო­ბას მო­უ­წია, ესეც ღვთის ამ­ბა­ვი იყო. 27 იან­ვარს მოვ­ნათ­ლეთ“ - განაცხადა მამა საბამ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე