რეზონანსი
(30.01.2024)

თბილისში 19 წლის გოგონა ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი გულის უკმარისობაა, თუმცა ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

გოგონა მოხალისეობრივ საქმიანობებში, საზოგადოებრივ აქტივობებში იყო ჩართული და პარალელურად მოდელობდა.

ახალგაზრდა გოგოს სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან:

„ცხოვრება არ არის სამართლიანი, ეს ტრაგედიაზე მეტია ვიზიარებ თქვენს გულისტკივილს“

„ჩემო ლამაზო… შენ სულ ასეთი მემახსოვრები!“

„როგორ უნდა დავიჯერო, რომ ეს სილამაზე აღარ არის?!“

„ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით მშვიდად განისვენე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე