რეზონანსი
(29.01.2024)

სამოქალაქო აქტივისტმა, არჩიბალდ მეკეშმა, იგივე სანდრო ლომინაშვილმა, სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის იუმორისტ, ტელეწამყვან, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ტრენერს, დავით გოგიჩაიშვილს, აკრიტიკებს.

„ახლა კარგად მომისმინე შენა, იმისათვია კა არა, რომ მიპასუხო, არამედ იმისათვის, რომ გაიგო. არაფერი გიჭირს ცხოვრებაში, რომ საქართველოს ბანკის” პროპაგანდისტად იყო გადაქცეული. ეს ბანკი არის ქვეყნის გამტყავებელი და ვერანაირი ეკონომიკური თეორიებით ვერ "გაპრავდება" ეგ ძარცვა. ეგ ვიდეობი კი, რომელიც რაღაც შეგონებითია თუ სამოტივაციო, შეგიძლია ცალკე ჩაწერო და საერთოდ არ არის საჭირო ამაში "საქართველოს ბანკი" გიხდიდეს ფულს და შენ იყო მისი სახე",  – მიმართავს არჩიბალდ მეკეშმა გოგიჩაიშვილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე