რეზონანსი
(29.01.2024)

თედო ბექაურმა “ცეკავვენ ვარსკვლავების” დასრულების შემდეგ რამდენიმე შემოთავაზება მიიღო თეატრიდან. მან ჟურნალ “გზას” ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე და გეგმებზე.

„კარგია, რომ ცეკვა ვისწავლე, მხოლოდ პლასტიკა და არტისტულობა არაფერს ნიშნავს; აღმოვაჩინე, რომ სირთულეების დაძლევა შემძლებია, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ვყოფილვარ, დიდ დატვირთვას გავუძელი და დავძლიე. ამდენს საკუთარი თავისგან არ ველოდი.

 ჟიურის ყველა წევრის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გოჩა ჩერტკოევის აზრი გამორჩეულად მაინტერესებდა. მისგან ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე, შენიშვნებიც მივიღე. როცა შენიშვნას მაძლევდა, მერე იმდენს ვშრომობდი, თავს არ ვიზოგავდი, ოღონდ გამომესწორებინა. მას ეს ძალიან ახარებდა.

გოჩამ დაინახა ჩემში არტისტულობა და გულთან მიიტანა, რომ უფულობის გამო სწავლა ვერ მოვახერხე. პირად საუბრებშიც მეუბნებოდა, შენი ნიჭი არ უნდა დაიკარგოსო.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ქალბატონ თამარს (მის შესახებ მხოლოდ ეს ვიცი) უღრმესი მადლობა გადავუხადო. თეატრალურში აუცილებლად ჩავაბარებ.

ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან რთული, არეულ-დარეული და ბურუსით მოცული პერიოდი. ახლა ყველაფერი დალაგებულია და ისე მიდის, როგორც მე მინდა. კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს თეატრებიდან და ვნახოთ, წინადადებები მიმზიდველია“, - განაცხადა თედო ბექაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე