რეზონანსი
(28.01.2024)

ბათუმში 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა და ამ სამწუხარო ამბავს ბიჭუნას ახლობლები და ოჯახის წევრები ეხმიანებიან. როგორც ირკვევა 3 წლის იოანე ქარცივაძე, ძილში გარდაიცვალა.

„ჩემი თვალხატულა აღარ მყავს… დედიკოს მზეჭაბუკი აღარ ჰყავს ხალხო.

დედი, ამდენი წლის ჩვენი წვალება და ბრძოლა როგორ გაატანე ძილს, დედიკოო...

როგორ დანებდი დედი“, - წერს გარდაცვლილი 3 წლის ბიჭუნას დედა, დიანა მუკუტაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე