რეზონანსი
(25.01.2024)

გოჩა ჩერტკოევის ვაჟის ქორწილზე საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა. შენონი, იმისთვის რომ ჯვარი დაეწერა სამებაში, მართლმადიდებლურად მოინათლა. ის ამბობს, რომ არ იყო მისთვის რთული მართლმადიდებლურად მონათვლის გადაწყვეტილების მიღება.

„არ იყო რთული მართლმადიდებლურად მონათვლის გადაწყვეტილების მიღება ვიცი, რომ ეს არის ჩემი და ლევანის საერთო მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. შვილების გაზრდასაც ასე ვაპირებთ“,  – ამბობს შენონი.

შენონი და ლევანი ქორწილის ამერიკაში გადახდასაც გეგმავენ.

„ოჯახში ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ქორწილი გაგვეკეთებინა. ლევანს არანაირი შეხება არ აქვს საქართველოსთან. ამერიკაშია გაზრდილი, პირველად „ცეკვავენ ვარსკვლავები“ რომ დაიწყო, მაშინ ჩამოვიდა საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მარტო ქორწილი კი არა, ქართული ქორწილი გაგვეკეთებინა“, – აღნიშნა "პრაიმშოუში" გოჩა ჩერტკოევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე