რეზონანსი
(24.01.2024)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ამაღელვებელი კადრები, სადაც ჩანს, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი თავის ქურთუკს აცმევს მოხუცს. ემოციურ ტექსტს მელანიე კამადაძე ავრცელებს:

„დღეს ჩვეულებრივი დღე იყო არც ერთი დღისგან განსხვავებული. ისევ სკოლის „მარშუტკას" ველოდებოდი, რომ სახლში მალე მივსულიყავი, რაღაც დროით „მარშრუტკის" გაჩერება მოგვიხდა ველოდებოდით სკოლის სხვა ბავშვებს, ერთი მოხუცი კაცი მოვიდა და ჩვენს მძღოლს ხურდა სთხოვა ისეთი ნაღვლიანი თვალები ჰქონდა ადამიანი მის თვალებში ამოიკითხავდი ყველაფერს.

ერთი თხელი პერანგი ეცვა ისიც დაფლეთილიყო, რაღაც დროის მერე გზას გაუყვა. ამ დროს კი ჩვენი წასვლის დროც მოვიდა. გზად შეგვხვდა ისევ მოხუცი ნაღვლიანი თვალებით. ცოტა გავცდით თუ არა, მძღოლმა უცებ მანქანა უკან მიატრიალა - დამელოდეთ, მალე მოვალო, ფანჯრიდან კი ამ ყველაფერს ვხედავდით. საკუთარი ქურთუკი გაიხადა და ჩააცვა მოხუცს, რომელიც კანკალს ჰყავდა ატანილი, დაბრუნდა ბედნიერი სახით და ისევ რულს მიუჯდა თავის საქმიანობას. ვიცი ამის მერე კიდევ ბედნიერი სახით გააგრძელებს უამრავი სიკეთის კეთებას. დიახ, დიახ ასეთი მძღოლი გვყავს ჩვენ, ხანდახან ბრაზობს ხოლმე, მაგრამ იცის სიყვარულისა და სიკეთის კეთება ბევრისთვის. ეს ერთი ქურთუკი იყო, მაგრამ მოხუცისთვის მთელი სამყარო," - წერს მელანიე კამადაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე