რეზონანსი
(24.01.2024)

მომღერალი ლოლა წერეთელი გია სურამელაშვილმა გაანაწყენა. ლოლა წერეთლის თქმით, სურამელაშვილმა მისი სიმღერა ისე შეასრულა, რომ ნებართვა არ აუღია.

„მსმენელს უნდა სულ ახალი სიმღერები. რაც აქტუალურია, ისეთ თემაზე უნდა იმღერო. ტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. „სახლში წაგიყვან“ რატომ გაპიარდა, სადაც უნდა წახვიდე, ყველა მღერის. ნინო ჩხეიძეს ვენაცვალე, მისმა პროდიუსერმა დამირეკა, თუ შეიძლება, ნინომ იმღეროსო. დიდი სიამოვნებით-მეთქი. მინდოდა, ეთქვა, რომ ჩემი სიმღერაა და ძალიან ლამაზად დაასახელა, თქვა, რომ ჩემი რეპერტუარიდან არის ეს სიმღერა. იგივე არ გააკეთა გია სურამელაშვილმა. მე რომ მკითხო, ეს კოლეგიალური არ არის.

- არ გისაუბრიათ მასთან ამ თემაზე?

- არც ვაპირებ. ეს არის ადამიანის კულტურა, მე ასე მგონია. თავად ადამიანმა ხომ უნდა იფიქროს, რომ სხვისი სიმღერაა. კოლეგიალობა კარგი სიტყვაა. მე ვცდილობ, არ დავეჯახო არავის...

რადიო "ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე