რეზონანსი
(23.01.2024)

ახლახანს 18 წლი ბიჭი სანდრო ხალვაში გარდაიცვალა, სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა ახალგაზრდას გული გაუჩერდა, დაიძინა და ვეღარ გააღვიძეს.

„გული გაუჩერდა დაიძინა და ვეღარ გააღვიძეს... გლოვობს ჩემი ქობულეთი გარდაიცვალა 18 წლის სანდრო ხალვაში, ოქროს ბიჭი. შენთან რა უნდოდა სიკვდილს... ეს არის ტრაგედია რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ...

ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი  და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული  გაყინული იმ ტკივილს განვიცდი... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც  მარადიული სიცოცხლეა, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს... 

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის“ - წერს ბლოგერი შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე