რეზონანსი
(21.01.2024)

მსახიობმა ნინო ლეჟავამ გაიხსენა ისტორია, როდესაც ერთ გოგონას დაეხმარა, რომელსაც ურთიერთობები დაელაგებინა. მას უნდოდა ნინო მისი ნათლია შვილის ყოფილიყო, მაგრამ ნათლობაზე უთხრა, მისი ქმარი წინააღმდეგი იყო.

„ერთ გოგონას ხელი შევუწყვე ყველანაირად, რომ ქორწინებით დაესრულებინა თავისი არეული ურთიერთობა. მას ვუნდოდი ბავშვის ნათლიად. მომიბრუნდა უკვე ნათლობაზე და მითხრა, ჩემს ქმარს არ უნდა, რომ მონათლო იმიტომ, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს ბედნიერი და მდიდარი ნათლიაო. გავუღიმე  და ვუთხარი, ოღონდ შენ იყავი კარგად და ამ საკითხის გამო ნუ მოგივათ კონფლიქტი–მეთქი…

ახლა მე ვზივარ და ვამბობ და მის გასაგონად ვამბობ, რომ მე ვარ უბედნიერესი და უმდიდრესი იმიტომ, რომ მე მყავს გარშემო ისეთი მეგობრები, რომლებსაც მე ჯიბეცარიელიც ვუყვარვარ და ჯიბესავსეც“, – აღნიშნა ნინო ლეჟავამ თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე