რეზონანსი
(21.01.2024)

22 იანვარს პირველად, მე-18 საუკუნის შემდეგ, მზე და პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში შეერთდებიან - რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მეტად ცვლილებას

პირველად, მე-18 საუკუნის შემდეგ, მზე და პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშნის პირველ გრადუსში ერთიანდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი იწყება.

მზე და პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში 2024 წლის 22 იანვარს შეერთდებიან. ბოლოს მსგავსი ასტროლოგიური მოვლენა მე-18 საუკუნის ბოლოს მოხდა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კომბინაცია თითოეულ ადამიანს დიდ სურვილს მოუტანს, რომ საკუთარი ცხოვრება გააუმჯობესოს არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის დღე, როცა შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ის, რაც უკვე არსებობს, მოძველებულია და რაღაც ახალი უნდა შექმნათ. მაგალითად, თუკი წლებია რაიმეს გაკეთება გინდათ, ზუსტად ამ დღეს შეგიძლიათ, პირველი ნაბიჯები გადადგათ. თუ უკვე დიდი ხანია, ბინის გაყიდვაზე, სტილის შეცვლაზე, საკუთარი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე ოცნებობთ, მზისა და პლანეტა პლუტონის გაერთიანება დაგეხმარებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

თუ წონაში დაკლება, გარეგნობის ფორმირება გსურთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს დაიწყოთ. მზისა და პლანეტა პლუტონის შეერთება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგანაც ორივე მათგანს ტრანსფორმაციული ბუნება აქვს. სწორედ 22 იანვარს დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და ყველა შანსი გაქვთ, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოთ, გახდეთ უფრო თავდაჯერებული და თამამი ნაბიჯების გადადგმის არ შეგეშინდეთ.

მერწყულის ნიშანში ეს კომბინაცია გამოიწვევს იმას, რომ თქვენი ფიქრები, აზრები დალაგდება და დაინახავთ კონკრეტულ მიმართულებას, რომელსაც სამომავლოდ გაჰყვებით და წარმატებას მიაღწევთ. გადააფასებთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ყველა ურთიერთობას, მიხვდებით, რომ დროა, ზოგიერთ ადამიანს საბოლოოდ დაემშვიდობოთ, უარი თქვათ იმ საქმეზე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერება, წარმატება და განვითარება აღარ მოაქვს.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ დღეს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი გაგიჩნდებათ.

მზე და პლუტონი ზოდიაქოს შემდეგ ნიშნებს მართავენ: ლომს, კირჩხიბს, მორიელს , ვერძს. ასევე, შეერთება მერწყულის ნიშანში ხდება. ამიტომაც, ყველაზე მეტად ფუნდამენტურ ცვლილებებს სწორედ ეს ნიშნები იგრძნობენ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 22 იანვარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის ტრანსფორმაციისა და სიახლეების დაწყების დღე იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე