რეზონანსი
(21.01.2024)

ტოს­კა­ნის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ პის­ტო­ი­ა­ში, იტა­ლი­ურ-ამე­რი­კუ­ლი ქორ­წი­ლის დროს ია­ტა­კი ჩა­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 30 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ევ­გე­ნიო ჯი­ან­მა ტე­ლეგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გა­ნა­ცხა­და, რომ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ხუთი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის ფლო­რენ­ცი­ა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, შემ­თხვე­ვა ცეკ­ვის დროს მოხ­და. სტუმ­რე­ბი 13 ფუ­ტის სი­მაღ­ლი­დან ჩაც­ვივ­დნენ.

"სა­ში­ნე­ლი პა­ნი­კა იყო, ეს იყო აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა, თით­ქოს ხალ­ხი უფსკრულ­მა შთან­თქა. მა­შინ მხო­ლოდ მტვე­რი და ნან­გრე­ვე­ბი იყო, ვე­რა­ფერს ვხე­და­ვით, ჩემს გვერ­დით იყო ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც გო­ნე­ბა და­კარ­გა და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო" - იხ­სე­ნებს ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სტუ­მა­რი.

იტა­ლი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ANSA-ს ცნო­ბით, მე­ხან­ძრე­ებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ამო­იყ­ვა­ნეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ნგრე­ვის მი­ზე­ზი ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის.

სა­ქორ­წი­ნო დარ­ბა­ზის ქვეშ იყო რეს­ტო­რა­ნი. რო­გორც იქ მყო­ფე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო, რო­დე­საც ჭერი ჩა­მო­ინ­გრა და იქი­დან მძი­მე მა­სამ ხალ­ხი ქვეშ მო­ი­ყო­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წვე­უ­ლე­ბა მე-15 სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი მო­ნას­ტრის შე­ნო­ბა­ში იმარ­თე­ბო­და. შე­ნო­ბა ბოლო წლე­ბია, რაც სა­ქორ­წი­ნო დარ­ბა­ზად გა­და­ა­კე­თეს.

იხილეთ ამ ტრაგედიის ვიდეოც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე