რეზონანსი
(20.01.2024)

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წერს და ამბობს, რომ სამუშაოები დათქმულ დროში დასრულდება.

"წერეთლის გამზირზე ასფალტის დაგება დაიწყო, იანვრის ბოლოს ქუჩის რეაბილიტაცია დამთავრდება!"– წერს ჟურნალისტი.

ჟურნალისტის პოსტს კომენტარებში გამოხმაურება მოჰყვა:

"თამრიკო ჭოხონელიძეს შეაპარეთ, გული არ გაუსკდეს ელდისაგან, თურმე იმიტომ მოიმატა წონაში რომ წერეთლის გამზირზე ცხოვრობს და ნერვიულობისაგან ჭამას მოუმატა"– წერს მოქალაქე.

ცნობისთვის, მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ მისი დაავადების შესახებ ისაუბრა.როგორ მან თქვა, დაავადების გამო  ძაიან მოიმატა წონაში და ნებროზიც გაუჩინა. მისი თქმით, ამას წერეთლის გამზირზე ცხოვრებაც დაემატა, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებამ მასზე უარყოფითად იმოქმედა.

mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე