რეზონანსი
(18.01.2024)

გავ­რცელ­და ცნობა, რომ იუმორისტი ნიკა არა­ბი­ძე კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული "ფორმულადან" "რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და. ინფორმაცია "ამბები".ჯი-მ გაავრცელა. მიშა ანდღულაძემ დაადასტურა, რომ არაბიძე "ფორმულაში" უკვე ირიცხება და გადაცემაც დაუხურეს:

"ამ ეტაპ­ზე "ნიკა არა­ბი­ძის შოუ“ და­ი­ხუ­რა, და­ნარ­ჩე­ნი საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ამ­ბა­ვია, რას შევ­თა­ვა­ზებთ.  ჯერ არ წა­მოვ­სულ­ვართ, პრო­ცეს­ში ვართ. ხალ­ხის ჩა­ნაც­ვლე­ბა მი­დის", - აღნიშნა მიშა ანდღულაძემ.

ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, გამოცემამ შეიტყო, რომ ნიკა არა­ბი­ძე "რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და და კო­მენ­ტარისთვის ისევ მიშა ან­დღუ­ლა­ძეს მიმართა:

"ეს ჩემ­თვი­საც სი­ახ­ლეა, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ ნიკა აღარ იყო ჩვენ­თან. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას, ნი­კა­საც და ჩემს მე­გობ­რებ­საც, ყვე­ლას. ჩვენ დავ­მოგ­ზა­უ­რობთ. პრინ­ციპ­ში, ეგ ისე­დაც გი­თხა­რით, რომ "ნი­კას შოუ“ "ფორ­მუ­ლა­ზე" აღარ გა­დი­ო­და.

მე ვრჩე­ბი ისევ "სი კორ­პო­რა­ცი­ა­ში“, ჯერ­ჯე­რო­ბით "ფორ­მუ­ლას­თან" კი­დევ გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა", - აღნიშნა ანდღულაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე