რეზონანსი
(18.01.2024)

პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ ამბავს ავრცელებს:

„სული გამიყინა ამ ამბავმა. აქ, ორსული ქალი ცხოვრობს ორი ტყუპით. ქირა ვერ გადაიხადეს და შობა დღეს ეს ნანგრევები იპოვეს. გაყინულ წყალში რეცხავს ბავშვების ტანსაცმელს. ალაგებს რაც შეუძლია, რომ იმ პატარას, რომელსაც თებერვალში ელოდება დასაწოლი მაინც დაახვეხროს.

ქმარი ქუჩა-ქუჩა დაეძებს, იქნებ ვინმეს მუშა სჭირდებოდეს, მაგრამ ზამთარში არც ბაღებშიაო სამუშაო.

სოციალური შეუჩერეს, არავინ აბადიათ გვერდში მდგომი ჩვენს გარდა. მადლია, იქნებ ის მაინც შევძლოთ, რომ ახალშობილისთვის სითბო და ელემენტარული მოვაგვაროოოოოთ. ოჯახი ამჯერად სოფელ ჩუმლაყშია, დედამ გორიდან ვარო და ისე ერიდება გამოჩენა, ლამის თავი მოვიკლაო... ოჯახის საკონტაქტოს კომენტარებში დავდებ. მათთვის ანგარიშიც კომენტარებში იქნება და თითეული ლარი ახლა, მათთვის დიდი მადლია.

თქვენი უდიდესი იმედი მაქვს, ყველა ორსული ქალის უკან ღვთისმშობელი დგასო ნათქვამია და ამ გოგსთვისაც მოვახდინოთ პატარა სასწაული.

#გავაზიაროთ #დავეხმაროთ ან კახეთში რომელიმე სოფელში დაკეტილი სახლი ჰქონდეს ვინმეეეეეს,“ - წერს დიკა სალაყაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე