რეზონანსი
(17.01.2024)

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელსაც პოსტზე სულ მალე კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ბიბლუსის" შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.

როგორც კეკელიძე აღნიშნავს, აფუძნებენ „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოების", რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება.

„დღეს გავხდი კომპანია „ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოების", რომლის თავმჯდომარეც ვიქნები - ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე