რეზონანსი
(17.01.2024)

თე­დომ მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მე-12 სე­ზო­ნი მო­ი­გო. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მან მე­წყვი­ლე ანნა ბირ­თვე­ლიშ­ვილ­თან ერ­თად და­ი­კა­ვა. გა­მარ­ჯვე­ბულს მთა­ვა­რი პრი­ზი - ბინა ბა­კუ­რი­ან­ში ერგო. თედო ბე­ქა­უ­რი განსაკუთრებულ მადლობას რამდენიმე ადამიანს უხდის.

„აქამ­დე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია... მერე ისე მოხ­და, რომ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეს­თან გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი და მი­თხრა, შო­უ­ში ხომ არ იცეკ­ვე­ბო? დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი. ისიც ვუ­თხა­რი, რომ ამა­ზე ნა­ფიქ­რი მქონ­და... ძა­ლი­ან კარ­გი, მე ხელს შე­გი­წყო­ბო... მად­ლო­ბა ნოეს...

ვფიქ­რობ­დი, რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვა-მეთ­ქი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ყვე­ლა­ფერს ვარ­ჯი­შის შე­დე­გად დავ­ხვე­წდი. ისე, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე სპორ­ტუ­ლი.... მე­წყვი­ლეც კარ­გი შემ­ხვდა, ანა ბირ­თვე­ლიშ­ვი­ლი. ბი­ჭე­ბი - ირაკ­ლი ძა­ძა­მია და რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კარ­გად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ სულ ჩემ­თან ხომ არ იყ­ვნენ და ძი­რი­თა­დად მარ­ტო ვმუ­შა­ობ­დი ხოლ­მე... ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოხ­ვდი, ყვე­ლა მეხ­მა­რე­ბო­და.

ეს 3 თვე იყო უძი­ლო, დაღ­ლი­ლი და კი­დუ­რებ-კუნ­თებ-ძვლებ ნატ­კე­ნი... მარ­თლა ყვე­ლა ძვა­ლი მტკი­ვა, მაგ­რამ ღირ­და... კი­დევ რომ ეკი­თხათ - იცეკ­ვე­ბო? კი­დევ ვი­ცეკ­ვებ­დი...“ - განუცხადა "ამბებს" თედო ბექაურმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე