რეზონანსი
(16.01.2024)

ახალი წლის პირველი თვე, როგორც ეს ზამთარს ახასიათებს, მაგნიტური ქარიშხლების სიმრავლით იქნება გამორჩეული, ნათქვამია სპეციალიზებულ პორტალზე.

23-24 და 26 იანვარი - დედამიწას კვლავ 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს.

თვის დანარჩენ დღეებში K-Index ორ ბალზე ზემოთ არ აიწევს.

მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.

გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.

ამასთან ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.

ამ დროს ბავშვს სჭირდება მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება გახდეს ძალიან აღგზნებული, მოეშალოს ყურადღება, გახდეს აგრესიული, გაუჭირდეს საშინაო დავალების შესრულება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე