რეზონანსი
(13.01.2024)

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის პოსტს ტო­ვებს. რო­გორც კე­კე­ლი­ძემ თქვა, ეს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­და. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია იქ­ნე­ბა. კე­კე­ლი­ძემ ორი დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში და­წერ­და, რომ თე­მა­ზე და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თებ­და.

მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2012 წლი­დან იკა­ვებ­და. მას თა­ვის დრო­ზე ეს პოს­ტი კახა ბენ­დუ­ქი­ძემ შეს­თა­ვა­ზა. სწო­რედ ეს პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა გი­ორ­გიმ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში:

"2011 წლის ერთ სა­ღა­მოს, კახა ბენ­დუ­ქი­ძემ მომ­წე­რა: „ეგებ მნა­ხოთ, სას­წრა­ფოდ!" ეს საქ­მე ად­რეც მოვ­ყე­ვი, უბ­რა­ლოდ ახლა სხვა ამ­ბის პრო­ლო­გად მჭირ­დე­ბა. ჰოდა, რად­გან სას­წრა­ფო გა­მოდ­გა, პირ­ვე­ლი­ვე ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და წა­ვე­დი. მან­ქა­ნა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო, მძღო­ლი ნაკ­ლე­ბად - დი­დად მო­სა­უბ­რე კაცი გა­მოდ­გა, რა გა­საკ­ვი­რია და. თუმ­ცა არც გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი და არც ზე­რე­ლე სა­უ­ბა­რი ყო­ფი­ლა ეს ლა­პა­რა­კი - წლო­ბით მე­ზღვა­უ­რად ნა­მუ­შე­ვა­რი, დიდი ჭი­რის მნახ­ვე­ლი და დამ­ძლე­ვი, წიგ­ნე­ბის მცოდ­ნე და მკი­თხვე­ლი გა­მოდ­გა ბა­ტო­ნი გოგი - ჰე­მინ­გუ­ე­იო, თო­მას მა­ნიო, ვაჟა-ფშა­ვე­ლაო და სხვა­ნი. გე­მის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი - ცალ­კე რო­მა­ნე­ბი. მხო­ლოდ ნა­წი­ლი. და­გე­ლო­დე­ბი და და­ნარ­ჩენს მერე მო­გიყ­ვე­ბიო. მე ვუ­თხა­რი; აბა რო­გორ, ბენ­დუ­ქი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა სა­ა­თებს ნიშ­ნავს. არაო, აქვე ვიტ­რი­ა­ლებ და აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­რე­კეო. კახა ბენ­დუ­ქი­ძემ მა­შინ მი­თხრა, რომ პარ­ლა­მენტს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის ად­გი­ლას ჩემი თავი შეს­თა­ვა­ზა შე­სა­ბა­მის კო­მი­ტეტს. რა­ვა­რია. 27 წლის ვი­ყა­ვი.

ამ სი­მაღ­ლის­თვის პირ­ტიტ­ვე­ლა. კი, რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა მა­ნამ­დეც ამ სფე­რო­ში, მაგ­რამ მა­ინც. ჰოდა, ვი­ფიქ­რებ მეთ­ქი და კარ­გიო. გა­მო­ვე­დი და და­ვუ­რე­კე ბა­ტონ გო­გის. ვი­ფიქ­რე, მე­ტყვის, ვი­ღა­ცამ გა­მო­მი­ძა­ხა და წა­ვე­დი, ან რამე ამ­დაგ­ვა­რი. ჰოდა, და­ვუყ­ვე­ბი დაღ­მართს ფე­ხით. ბა­ტო­ნი გოგი იქვე იდგა. ჩავ­ჯე­ქი და მო­ვუ­ყე­ვი. რა ვქნა მეთ­ქი? და­თან­ხმდიო! რა­ტომ მეთ­ქი? ჩემი ხათ­რით და­თან­ხმდიო! სახ­ლში რომ მი­მიყ­ვა­ნა, მი­თხრა, აწი ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად რომ წახ­ვალ, მე წა­გიყ­ვა­ნო. თვე­ე­ბი ლა­მის ნა­ხე­ვარ ფა­სად დავ­ყავ­დი. გზა­ზე ძველ ოპელ­ში კი არა - აღ­მარ­თზე გა­ზი­დან ბენ­ზინ­ზე გა­დარ­თვა რომ ჭირ­დე­ბო­და - უზარ­მა­ზარ გემ­ში ვი­ჯე­ქით და აფ­რი­კის სა­ნა­პი­როს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით, კუ­ბის­კენ მი­ვი­წევ­დით და ია­პო­ნე­ლებს ხელს ვუქ­ნევ­დით. დიდი, დიდი თხრო­ბე­ბი. და­უ­ვი­წყა­რი. ამა­სო­ბა­ში დი­რექ­ტო­რო­ბას დავ­თან­ხმდი და და­ვე­ლო­დე. გა­ირ­კვა 2012 წლის 3 მარტს და 5 მარტს, დი­ლით, როცა პირ­ვე­ლი მის­ვლა-შეხ­ვედ­რა და­ი­გეგ­მა ახალ, სა­ო­ცარ და უზარ­მა­ზარ სამ­სა­ხურ­ში, ბა­ტონ გო­გის და­ვუ­რე­კე და წა­მიყ­ვა­ნა. ვღე­ლავ­დი. მთე­ლი გზა ხმა არ ამო­მი­ღია.

არც მას. ისიც ღე­ლავ­და. ცოტა შორს ჩა­მომ­სვით მეთ­ქი. კინო "რუს­თა­ველ­თან" გა­ა­ჩე­რა და ფე­ხით გა­ვე­შუ­რე.იმის მერე გა­ვი­და ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექ­ვსი, შვი­დი, რვა წელი. ბა­ტო­ნი გოგი არ მე­ნა­ხა. პირ­ვე­ლი ორი თვე ჩემი ბრა­ლი იყო - გი­გან­ტუ­რი საქ­მის პრო­ლოგ­მა თა­ვი­სი წა­ი­ღო და მერე ტე­ლე­ფონ­მა აუ­რია - ნომ­რე­ბი გაქ­რა. რა აღარ ვე­ცა­დე და ამა­ოდ. დავ­ნებ­დი. ორი­ოდ თვის წინ ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან მო­ბეზ­რე­ბუ­ლი და სიგ­ნა­ლი მეს­მის. მი­ვი­ხე­დე და რას ვხე­დავ, ბა­ტო­ნი გოგი. ვახ, გავ­ცო­ცხლდი! იქვე მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ ჩავ­ჯე­ქი და სხვა მი­სა­მარ­თი ვუ­თხა­რი. რო­გორ ვა­მა­ყობ შე­ნი­თო, სულ ცრემ­ლე­ბი მომ­დის, კარ­გი ამ­ბე­ბი რომ მეს­მი­სო. ვი­ჯე­ქი, ასე გა­ხა­რე­ბუ­ლი და დარ­ცხვე­ნი­ლი და მეც ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და. ახლა, სა­ნამ ამ ამ­ბავს დავ­წერ­დი, და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, თქვენ­ზე უნდა დავ­წე­რო მეთ­ქი. facebook-ი არ აქვს ბა­ტონ გო­გის, მაგ­რამ მე­უღ­ლე წა­უ­კი­თხავს. ჰოდა, მი­ვე­სალ­მოთ დიდ მე­ზღვა­ურ­სა და მწიგ­ნო­ბარს, ბა­ტონ გო­გის! მე თუ ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი ვი­ყა­ვი, ეს მისი "ბრა­ლი­ცაა" - წერს კე­კე­ლი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე