რეზონანსი
(11.01.2024)

დე­კემ­ბერ­ში, ოზურ­გე­თის სო­ფელ მე­რი­ა­ში პიტ­ბუ­ლის ჯი­შის ძაღ­ლმა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი - 5 და 2 წლის ძმე­ბი დაკბი­ნა. ბავ­შვე­ბი ამ დროს დე­დას­თან ერ­თად იყ­ვნენ. ვიდ­რე ბავ­შვე­ბის დედა, მე­ზობ­ლის დახ­მა­რე­ბით ძაღ­ლის დაკ­ბე­ნი­ლი უფ­რო­სი შვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და, ძაღ­ლმა, კის­რის და თა­ვის არე­ში, 2 წლის ლა­ზა­რე­საც უკბი­ნა.

16 დე­კემ­ბე­რის შემ­დეგ ლა­ზა­რე დე­დას­თან ერ­თად კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ბავ­შვს ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და, ამ დრო­ის­თვის სკალ­პის 80% და­ხუ­რუ­ლია. „ამბებთან“ ლა­ზა­რეს დედა, ლიკა ხა­მა­თაშ­ვი­ლი შვი­ლის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

„ჯერ­ჯე­რო­ბით კლი­ნი­კა­ში ვრჩე­ბით, ლა­ზა­რე თავს კარ­გად გრძნობს. ამ დღე­ებ­ში მე­ო­რე ოპე­რა­ცია იგეგ­მე­ბა. პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს კა­ნის 80% და­ი­ფა­რა, და­ნარ­ჩე­ნი ჯერ არ აქვს და­ფა­რუ­ლი. მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის შემ­დე­გაც და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა გაგ­ვა­ჩე­რე­ბენ.

ლა­ზა­რეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი. არ ვიცი, ახლა რო­გორ უნდა გა­და­ლა­ხოს ბავ­შვმა ეს შიში. ჯერ­ჯე­რო­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან არ მი­სა­უბ­რია, რო­დე­საც ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი დას­რულ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან და ფსი­ქო­ლოგ­თან.

ზო­გა­დად ძა­ლი­ან ბევ­რი უპატ­რო­ნო ძაღ­ლი იყო ჩვენს უბან­ში, მაგ­რამ ეს ძაღ­ლი იქამ­დე არ მომ­ხვედ­რია თვალ­ში. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეზო­ში ამ ჯი­შის ძაღ­ლი შე­მო­ვი­დო­და... იმ დღეს ვნა­ხე პირ­ვე­ლად ეს ძაღ­ლი, გაგ­დე­ბას ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ...

ლა­ზა­რე ამ­ბობს, რომ გუ­რი­ა­ში უნდა, მაგ­რამ ჩემს სახ­ლში არ მინ­დაო. ალ­ბათ ეში­ნია, რად­გან ჩვენს ეზო­ში მოხ­და ეს ამ­ბა­ვი“, - განაცხადა ლიკა ხა­მა­თაშ­ვი­ლმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე