რეზონანსი
(11.01.2024)

იანვრის რომელ დღეებში უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხალს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად?

მეც­ნი­ე­რე­ბი მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბი­ან მზეს და ცდი­ლო­ბენ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრონ ის დღე­ე­ბი, რო­დე­საც ვარ­სკვლა­ვე­ბი გაზ­რდი­ლი აქ­ტი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამ თა­რი­ღებ­ში დე­და­მი­წა­ზე შე­საძ­ლოა მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მე­ბი მოხ­დეს, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს ელექტრო ქსე­ლის და სა­ტე­ლი­ტუ­რი სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უ­ა­რე­სოს ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

სტა­ტი­ა­ში წი­ნას­წარ გა­გაც­ნობთ 2024 წლის იან­ვრის მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის პროგ­ნოზს, მო­გიყ­ვე­ბით თვის ყვე­ლა სა­ხი­ფა­თო თა­რი­ღის შე­სა­ხებ და გე­ტყვით რჩე­ვებს ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს.

რა არის მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი?

გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლის დროს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ირ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მზე­ზე აფეთ­ქე­ბე­ბი იწ­ვევს. ასეთ­მა რყე­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს რო­გორც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე, ასე­ვე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. აქ­ტი­ვო­ბის მცი­რე ზრდა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი 2024 წლის იან­ვარ­ში

ამინ­დის ვებ­სა­ი­ტის Meteoagent-ის ექ­სპერ­ტე­ბი წი­ნას­წარ აფრ­თხი­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ 2024 წლის იან­ვარ­ში მაგ­ნი­ტურ­მა შტორმ­მა შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. იან­ვარ­ში გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მე­ბი ხში­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არც ისე ძლი­ე­რი.

რო­დის არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი:

1 იან­ვა­რი - სუს­ტი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი;

2 იან­ვა­რი - ძა­ლი­ან სუს­ტი ქა­რიშ­ხა­ლი;

8 იან­ვა­რი - ძა­ლი­ან სუს­ტი ქა­რიშ­ხა­ლი;

10 იან­ვა­რი - სუს­ტი ქა­რიშ­ხა­ლი;

23-24 იან­ვა­რი - სა­შუ­ა­ლო ინ­ტენ­სი­ვო­ბის შტორ­მი;

26 იან­ვა­რი - სუს­ტი ქა­რიშ­ხა­ლი.

პროგ­ნო­ზი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან მზის ქცე­ვის პროგ­ნო­ზი­რე­ბა რთუ­ლია ასეთ ხან­გრძლივ პე­რი­ოდ­ში.

მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის გავ­ლე­ნა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე

მეც­ნი­ე­რებ­მა აქამ­დე ვერ მი­აღ­წი­ეს კონ­სენ­სუსს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე. ასეთ დღე­ებ­ში ცუდი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს და­ა­ვა­დე­ბე­ბი უაქ­ტი­ურ­დე­ბათ. ამინ­დზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი კი ყვე­ლა­ზე მკვეთ­რად გრძნო­ბენ მაგ­ნი­ტურ ქა­რიშ­ხალს.

წარ­მო­გიდ­გენთ გავ­რცე­ლე­ბულ სიმპტო­მებს, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის დროს გა­ნიც­დის:

თა­ვის ტკი­ვი­ლი და თავ­ბრუს­ხვე­ვა;

გუ­ლის­რე­ვა;

ძი­ლის დარ­ღვე­ვა;

არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის და პულ­სის მო­მა­ტე­ბა;

ტკი­ვი­ლი კუნ­თებ­ში, სახ­სრებ­ში;

ზო­გა­დი სი­სუს­ტე;

გაზ­რდი­ლი შფოთ­ვა.

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის­გან

იმის­თვის, რომ მაგ­ნი­ტურ­მა შტორმ­მა არ ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას, და­ი­ცა­ვით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი სა­ხი­ფა­თო დღე­ებ­ში:

მი­ირ­თვით ნაკ­ლე­ბი ცხა­რე, ცხი­მი­ა­ნი, შემ­წვა­რი საკ­ვე­ბი, შე­ზღუ­დეთ ალ­კოჰო­ლის, ყა­ვის და ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა. ამის ნაც­ვლად, უფრო ხში­რად მი­ირ­თვით მწვა­ნი­ლი, ბოსტნე­უ­ლი და ხილი და თევ­ზი.

ეცა­დეთ ნაკ­ლე­ბად ნერ­ვი­უ­ლობ­დეთ, არ მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­ფლიქ­ტებ­ში.

გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო გა­რეთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ ოთა­ხის ვენ­ტი­ლა­ცია.

მი­ი­ღეთ კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი.

და­ი­ძი­ნეთ ერ­თსა და იმა­ვე დროს და ძი­ლის წინ ნუ უყუ­რებთ ტე­ლე­ვი­ზორს, არ სქ­რო­ლოთ მო­ბი­ლუ­რი.

თუ თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს, რად­გან სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმპტო­მე­ბი შე­საძ­ლოა შეც­დო­მით მი­იჩ­ნი­ოთ მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლის მი­ზე­ზად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე