რეზონანსი
(10.01.2024)

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ადამაშვილი თავის ოთხფეხა მეგობარზე წერს, რომელსაც ჯამში 17 ქათამი და 2 კურდღელი ჰყავს მოკლული.

„ეს ჩემი ძაღლია, ჩარლი! ჩემი მესამე შვილი. ჩარლის ჯამში 17 ქათამი, ასევე 2 კურდღელი  ჰყავს მოკლული. ის ასევე ახრჩობდა ორჯერ კატასაც, მარა მოვასწარით და პირიდან წავგლიჯეთ! ზაფხულში. ასევე  ახრჩობდა სოფელში, მეზობლის ხბოს. ხოლო მაშინ, როდესაც მისმა პატრონმა თოფი გამოიტანა თურმე და დაუმიზნა, წინ ჩემი ტასო გადაეფარა და უთხრა; ბიძია ეს ძაღლი არ მოკლა, თორემ მერე დედაჩემი შენ მოგკლავსო! მანაც თავი შეიკავა, მერე ბავშვები მივიდნენ და გამოიყვანეს, მოაშორეს ხბოს გაავებული ძაღლი.

შეიძლება ვიცი რომ ვრედნია! მაგრამ რა ქნას! მონადირეა! მას ნახევრად მგლის სისხლი აქვს და მტაცებელია. თავიდანვე რომ მცოდნოდა კარგად მისი ნიშან-თვისებები, ალბათ არასოდეს ვიყიდიდი მას! მაგრამ ის ახლა ჩემი მესამე შვილია! ის ნებისმიერ ადამიანზე უფრო მოსიყვარულე და მეგობრულია! ადამიანების მიმართ მხოლოდ სიყვარული ამოძრავებს და არა აგრესია! მე ასეთი შევიყვარე, როგორც არის! მზად ვარ მომავალშიც ყველას ავუნაზღაურო მიყენებული ზიანი! და მაინც! თუ მის სიცოცხლეს ვინმე როდისმე შეეხება, ხელი არ ამიკანკალდება ყელს ისე გამოვჭრი! ბოდიში მძიმე პოსტისთვის და მადლობა ყურადღებისთვის“ -  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე