რეზონანსი
(21.12.2023)

რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, 60 საზღვაო მილის მოშორებით, 12 დეკემბერს, დაახლოებით დღის 4 საათისკენ მიმავალი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური უჩა მიქელაძე, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„სასწრაფოდ გააზიარეთ.. რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, 60 საზღვაო მილის მოშორებით, 12 დეკემბერს, დაახლოებით დღის 4 საათისკენ მიმავალი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური უჩა მიქელაძე. შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი უმორჩილესად გთხოვთ, ყველას დაგვეხმარეთ გავრცელებაში, უკვე 10 დღე გავიდა და დღემდე ვერ ვპოულობთ. ოჯახის თხოვნაა, ვისაც თუ რაიმე სახის დახმარება შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პოვნაში.

ოჯახის საკონტაქტო ნომერი, მამა: 593 02 37 16

Email: gmikeladze783@gmail.com

Whatsapp: +995 593 02 37 16

ილოცთ ლოცვა მთებს დაძრავს ელოდე და იმედი იქონიე... მე „შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" მოგმართავთ სრულიად საემიგრანტოს, სადაც იმყოფებით მაგ უცხო ქვეყანაში ილოცოთ მასზე, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცოცხალი დაუბრუნდება ოჯახს...- წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე