რეზონანსი
(21.12.2023)

საგარეჯოში ავარიის შედეგად გარდაცვლილ20 წლის გოგოზე სოციალურ ქსელში კომენტარები არ წყდება.

„30 დეკემბერს 21 წლის გახდებოდი…“.

„დადუ, შენ ჩვენი დიდი მოუშუშებელი ტკივილი ხარ, მშვიდად განისვენე შენს პატარასთან ერთად“.

„არ მჯერა, რომ დედამ შენზე მითხრა… ჩემო ბავშვობის მეგობარო, შენ ხომ მუცელში ანგელოზი გყავდა. შენ ხომ ბედნიერი იყავი შენი ცხოვრებით და ათბობდი შენს გვერდზე მყოფ ადამიანებს…“

„რა საშინელებაა. ახალი დაოჯახებულია თან. ღმერთო, რამდენი უსამართლობა ხდება დედამიწაზე. გული დამიმძიმდა“,  – წერენ კომენტარებში.

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინწინ მოხდა, რასაც 20 წლის გო­გო­, დადუ კერატიშვილი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, ის 5 თვის ფეხმძიმე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე