რეზონანსი
(20.12.2023)

2024 წელი მწვანე დრაკონის წელია - როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი " დაიჯესტთან" საუბრობს, ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც მსოფლიოსთვის. ასევე კაცობრიობისთვისაც.

"2024 წელს იქნება მცდელობა ახალი პანდემიის შექმნის, ომების დაწყების და რევოლუციების - ეს ყველაფერი უკავშირდება იმ ფაქტორს, რომ ვიბრაციული რიცხვი დედამიწისა და ადამიანის ცნობიერებისა, რომელიც ჰერცებში იზომება, მატულობს, ანუ სამყარო იცვლება და დრაკონი სწორედ ხელს შეუწყობს დიდ ცვლილებებს ადამიანის ცნობიერებასა და ყოფაში" - ამბობს ასტროლოგი.

ცაგარელი ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლის სახით, ჩვენ წინ გვაქვს ურთულესი და ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი.

"2024 წელი ეს იქნება დიდი ცვლილებების წელი, რომელიც ალბათ, მინიმუმ 50 წელი განსაზღვრავს კაცობრიობის ცხოვრებას და მის წესრიგს, ამიტომ წინ გვაქვს ურთულესი და ძალიან მნიშვნელოვანიწელიწადი, რომელსაც რა საკვირველია აქვს ბევრი დადებითი მხარეც" - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე