რეზონანსი
(20.12.2023)

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ამბავთან დაკავშირებით, “გალფის” მარკეტინგის დირექტორი,ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“მაღალი საზოგადო ინტერესის გამო, შევეცდები, მოკლედ მოგიყვეთ ის, რის გარკვევაც ამ ეტაპზე შევძელით.

ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს აგს “კოსმონავტის” მენეჯერად, ასეთ ინფორმაციას ფლობს:

“გალფის” მიმდებარედ, დაახლოებით, 200-300 მეტრში არის ხილ-ბოსტნეულის მაღაზია. ამ მაღაზიის მახლობლად ცხოვრობდა მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც მეპატრონეები კარგად იცნობდნენ და უვლიდნენ.

დაახლოებით 14-16 დღის წინ, ამ ძაღლმა გაკაწრა ბავშვი, როგორც ხილ-ბოსტნეულის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს. მას მერე კიდევ მივიდნენ მშობლები ხილ-ბოსტნის მაღაზიაში და კითხულობდნენ ძაღლის ამბავს. 4 დღის წინ, ძაღლი ხილ-ბოსტნის მეპატრონემ იპოვა მკვდარი და გადაწყვიტა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის დასკვნით, ძაღლს დაუდგინდა ცოფი. მას მერე ხილ-ბოსტნის მეპატრონე ვერ დაუკავშირდა ბავშვის ოჯახს და ახლაც ეძებს მათ.

სულ ეს არის, ჯერ რაც გავარკვიეთ. ყველა სიახლეს მოგაწვდით, რასაც გავიგებთ.

ყველა ძალას ვხმარობთ დავადგინოთ ოჯახის ვინაობა. სამწუხაროდ, “გალფის” კამერები იმდენად შორს არის მომხდარი ადგილისგან, რომ ჩვენი კამერები ვერ სწვდება ხილ-ბოსტნის მიმდებარე ტერიტორიას,” – წერს ნინო ჯიბლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე