რეზონანსი
(10.05.2023)

ფიტნესინსტრუქტორმა, მაკა ხიზანიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ტრაგიკული მოვლენები მოხდა მის ცხოვრებაში:

„ექიმმა მითხრა, დედაშენს სიმსივნე აქვსო… 4 თვე იცოცხლა პირველი ქიმიიდან, ფილტვზე ჰქონდა პრობლემა, მწეველი არასდროს ყოფილა… ამის შემდეგ მირეკავს მეგობარი, მამაშენი მეორე სართულიდან გადმოვარდა და სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არისო. ნასვამი მეორე სართულიდან გადმოვარდა. მეზობელმა დამირეკა და მითხრა ჩქარა მოდიო. ეს მოხდა დედის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ“, - თქვა მაკა ხიზანიშვილმა ია ფარულავას გადაცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე