რეზონანსი
(09.05.2023)

ახალგაზრდა ხევსური პოეტი, თორნიკე ნაროზაული სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გარდაიცვალა ხევსური პოეტი ტრისტან-ბერდია არაბული.

აწ გარდაცვლილი პოეტი 61 წლის იყო და ბარისახოში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა.

„მთის ჰაერივით სუფთა კაცი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ვხვდებოდით და დიდხანს და გულიანად მხოლოდ ერთხელ ვისაუბრეთ, ესეც საკმარისი იყო მისი საოცარი პიროვნების დასანახად და მისგან ბევრი რამის სასწავლად.

დიდხანს დარჩება სააქაოს მისი სახელი და ხევსურეთის წინაშე გაწეული ღვაწლი.

"ეს სოფელი ვაჟკაცურად გაიარე,

იმ სოფლადაც ვაჟკაცურად მიდიხარ,

არ იმჩნევდი განუკურნელ ნაიარევს,

სიკვდილშიც კი სიცოცხლეზე დიდი ხარ.

შენთვის წლები სხვა სისწრაფით მიფრინავდნენ,

სამწუხაროდ, ადრე ჩამაღბერდია...

ახლა, დროა ნამდვილ სახლში მიღბინავდე,

ქრისტე ღმერთმა გაგანათლოს, ბერდია!", - წერს ნორაზაული.

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე