რეზონანსი
(08.05.2023)

იმპულსურ და გაბედულ ვერძს წინ რთული დღეები ელის, რამაც ყველა გეგმა სერიოზულად შეიძლება შეცვალოს. ხარჯის გაღება მოგიწევთ, რომლის პროგნოზირება აქამდე შეუძლებელი იყო. ასტროლოგები გთხოვენ, რომ საეჭვო შესყიდვებისგან თავი შეიკავოთ და ვალის და კრედიტის აღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. დროა, მადა მოთოკოთ და სარისკო ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელ დრომდე გადადოთ.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ფულის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება აქვს. ბავშვივით შეუძლია ფული დახარჯოს ყველაფერზე, რაც მოსწონს და შედეგებზე არ დაფიქრდეს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ტყუპები დიდ თანხაზე მოატყუონ. ფხიზლად იყავით და ღია ავანტიურას მოერიდეთ.

კირჩხიბი

თუ ადრე ფინანსურ საკითხებში მეექვსე გრძნობას ენდობოდა და ამით იგებდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. „სწორი“ საქმე ადვილად შეიძლება ჩაფლავდეს. ფულის დაკარგვა ხანგრძლივი დეპრესიის მიზეზი გახდება. მთავარია, იმედი არ გაიცრუოთ და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოსწორებადია.

თხის რქა

შრომისმოყვარე თხის რქასაც რთული დრო ელოდება. ასე შეიძლება თაღლითების ხაფანგში გაებას ან დანაზოგი რაიმე არასერიოზულზე სპონტანურად დახარჯოს. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგების გამოსწორებისას მწარედ ინანებს. გირჩევთ, ხარჯი შეამციროთ და ყველა ფინანსურ საკითხში სიფრთხილე გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცხი გარდაუვალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე