რეზონანსი
(05.05.2023)

ჩემპიონ ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში შვილის წარმატებაზე წერს.

„გილოცავ ჩემპიონო. ოცნებები ნამდვილად ხდება, იქ სადაც შენ ხარ. მადლობა უფალს. უფლის იწამე მარად! მიყვარხარ", - წერს მაკა ლუკავა.

„ნაპოლი" 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ცნობილმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ნაპოლის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე