რეზონანსი
(04.05.2023)

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიწისძვრა მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი იუწყება  5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრის შესახებ, კაჰამანმარას პროვინციაში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გოქსუნთან მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 56 000 ადამიანია. ბიძგები მოხდა ადგილობრივი დროით 20:16 საათზე. მისი ცენტრი მდებარეობდა 7 კმ სიღრმეზე. რა შედეგები მოჰყვა მიწისძვრას, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე