ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატება გრძელდება. ქართველი მომღერალი პოპულარული ამერიკული კონკურსის, American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. წინა ტურში ნუცას ხმები არ ეყო და ჟიურიმ გადაარჩინა, რის შედეგადაც 24 კონკურსანტიდან ის 12 საუკეთესოში მოხვდა. ამჯერად ყველაფერი გულშემატკივრების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
"ბრავო რეკორდის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია ნუცას მხარდამჭერების მობილიზებას აქტიურად ცდილობს. მის სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ცნობილი და წარმატებული ქართველების ვიდეოები, რომლებიც საზოგადოებას ნუცა ბუზალაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. (წაიკითხეთ: "დაუჯერებელი ამბავი ხდება... ნუცა, გგულშემატკივრობთ მთელი ოჯახით" - ცნობილი ქართველების ვიდეომიმართვები, ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად)
ხმის მიცემის ისნტრუქცია - მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote
მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app
მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ნომერზე 21523 (ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს
ცოტა ხნის წინ ზაზა შენგელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამჯერად "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას მიმართა. "ბრავო რეკორდის" დამფუძნებელი მათ იმის გამო საყვედურობს, რომ წარმატებული ქართველი გოგონას შესახებ მათ საიტზე ერთი ნიუსიც კი არ იძებნება:
"ისე, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემო ყოფილო კოლეგებო "ამერიკის ხმიდან"(ქართული რედაქცია), ერთ წერილს, ან მინიმუმ ერთ ნიუსს რომ არ დადებთ ნუცას American Idol-ში გამოსვლაზე, ყველაზე მინიმუმ მაგრად "ტეხავს" ამერიკის ხმა" - წერს შენგელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე