რეზონანსი
(29.04.2023)

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს, ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის წიგ­ნი­დან "რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო?" ეპიზოდში აღწერილია თუ როგორ აჩუქა ივანიშვილმა პოლიტოლოგს სახლი:

„2011 წელს, ერთი ნა­ქი­რა­ვე­ბი ბი­ნი­დან მე­ო­რე­ში რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, სო­ლო­ლაკ­ში ბი­ნის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბულ თან­ხას და­ვა­მა­ტეთ პი­რა­დი და­ნა­ზო­გი, ავი­ღეთ კრე­დი­ტი და თა­უ­ნ­ჰა­უ­სის ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში შე­ვი­ძი­ნეთ ერთი ბლო­კი ცალ­კე შე­სას­ვლე­ლით...

პრაქ­ტი­კუ­ლად პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის შე­სა­ხებ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ბი­ძი­ნამ და­მი­წყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ დი­ღო­მი ძა­ლი­ან შორს არის და სად­მე მას­თან ახ­ლოს უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ცხოვ­რებ­ლად. გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ მო­მე­ძებ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ბინა, რო­მელ­საც ჩემ­თვის შე­ი­ძენ­და. მე ავუხ­სე­ნი, რომ, ერთი მხრივ, სრუ­ლი­ად მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და დი­ღომ­ში ცხოვ­რე­ბა და ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ­დი იქი­დან შუ­შის სა­სახ­ლე­ში მგზავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­ო­რე მხრივ, მის­გან ასეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს ვერ მი­ვი­ღებ­დი, რად­გან გა­მიჩ­ნდე­ბო­და იმ ტი­პის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო საგ­რძნობ­ლად და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის, მე­გობ­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი მი­მი­ღია, მაგ­რამ არა­სო­დეს დავ­თან­ხმე­ბულ­ვარ ისეთ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რად ვალ­დე­ბუ­ლე­ბას რომ გა­ა­ჩენ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­კარ­გვი­ნებ­და ე.წ. არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში...

მოკ­ლედ, ეს პო­ლე­მი­კა ჩემ­სა და ბი­ძი­ნას შო­რის ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­მიყ­ვა­ნა თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და მი­თხრა, რომ რო­გორც ვიცი, უამ­რავ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბო­და და დღე­საც ეხ­მა­რე­ბა. და­მი­დას­ტუ­რა, რომ, რო­გორც წესი, დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მის მი­მართ ამ ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იც­ვლე­ბა - თით­ქოს ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გავს გულ­წრფე­ლო­ბას და უშუ­ა­ლო­ბას. მაგ­რამ იყო ორი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც ის ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მათ, კარ­გი გა­გე­ბით, "ისე გემ­რი­ე­ლად შე­ირ­გეს" ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ წარ­ბიც არ შე­უხ­რი­ა­თო. მერე და­მის­ვა რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვა, თუ იცი რა­ტო­მო, და თვი­თონ­ვე უპა­სუ­ხა - იმი­ტომ, რომ ისი­ნი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხია და იცი­ან თა­ვი­სი ფა­სიო. მე ამ ადა­მი­ა­ნებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, უბ­რა­ლოდ ვი­ტყვი, რომ ერთი დიდი რე­ჟი­სო­რია და მე­ო­რე დიდი მსა­ხი­ო­ბი იყო. მერე მი­თხრა: შენც ხომ ნი­ჭი­ე­რი კაცი ხარ და მო­იხ­სე­ნი ეს კომ­პლექ­სი. ამ სა­კითხს ასე შევ­ხე­დოთ - შენ აკე­თებ იმას, რაც შე­გიძ­ლია ჩემ­თვის, მე კი შენ­თვის ვა­კე­თებ იმას, რაც შე­მიძ­ლია, და ეჭვი ხომ არ გე­პა­რე­ბა, რომ მაქვს ასე­თი სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაო. ანუ, ამით ამიხ­სნა, რომ, თუ ბი­ნას შე­მი­ძენ­და, ეს მე არ მა­კის­რებ­და არა­ნა­ირ და­მა­ტე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, გარ­და იმი­სა, რა­საც ისე­დაც ვა­კე­თებ­დი სა­ერ­თო საქ­მის­თვის. დავ­თან­ხმდი.

კი­დევ გვქონ­და ბი­ნის შერ­ჩე­ვის საკ­მა­ოდ უხერ­ხუ­ლი ეტა­პი, რო­დე­საც ხან სახ­ლებს, ხან ზედ­მე­ტად ფე­შე­ნე­ბე­ლურ, ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბი­ნებს მთა­ვა­ზობ­დნენ, რა­ზეც თავს ვი­კა­ვებ­დი. ბო­ლოს შე­ვარ­ჩი­ეთ ძა­ლი­ან კარ­გი, მაგ­რამ შე­და­რე­ბით "მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი" ბინა და ასე და­ვუბ­რუნ­დი სო­ლო­ლაკს.

ახალ­მო­სახ­ლე­ო­ბა ბი­ძი­ნას­თან და ეკას­თან, მო­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტთან, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან, გა­მო­ჩე­ნილ პო­ეტ­თან, ფი­ლო­სო­ფოს­თან და ორ უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე ახალ სახ­ლში...

დღე­საც ბევ­რი უმა­დუ­რო­ბად მით­ვლის, რომ, მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი სა­ჩუქ­რი­სა, მე მა­ინც "ვბე­დავ და უმო­წყა­ლოდ“ ვაკ­რი­ტი­კებ ბი­ძი­ნას. ზოგი კი ამ­ბობს, რომ, თუ კრი­ტი­კა მინ­და, ჯერ უნდა "და­ვუბ­რუ­ნო ყვე­ლა­ფე­რი“ და მერე კი ბა­ტო­ნო... ბა­ტო­ნე­ბო, თუ ეს ის­ტო­რია არ არის თქვენ­თვის საკ­მა­რი­სი არ­გუ­მენ­ტი და ჩემ­გან კი­დევ უფრო "მა­ღალ მო­რა­ლურ სტან­დარტს“ ითხოვთ, კი­დევ ერთ მცი­რე გან­მარ­ტე­ბას გა­ვა­კე­თებ: ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ არ ვთვლი, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­გე­ბით რა­ი­მე ვალი მაქვს და, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ან­გა­რი­ში უნდა ვინ­მეს და­ი­წყოს, კი­დევ სა­კი­თხა­ვია, ვის ვისი ვალი შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდეს, მე მისი თუ პი­რი­ქით. მე ეს არ გა­მი­კე­თე­ბია და არც გა­ვა­კე­თებ. ვფიქ­რობ, არც ბი­ძი­ნა. ასე­თი მიდ­გო­მა შე­უ­რა­ცხყოფ­და ჩვენს ღირ­სე­ბას და შე­იძ­ლე­ბა რთულ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ პრო­დუქ­ტი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. რაც მთა­ვა­რია, ბი­ძი­ნამ ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ბო­ლომ­დე... აგიხ­სნით, რას ვგუ­ლის­ხმობ...

ალ­ბათ გა­გი­გი­ათ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი ჩი­ნოვ­ნი­კი იღებს ბი­ძი­ნას­გან "სა­ჩუქ­რად“ ბი­ნას შემ­დე­გი წე­სით - აფორ­მე­ბენ ""ქარ­თუ ბანკთან" საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც დიდ ტვირ­თად არ აწ­ვე­ბათ, სა­ნამ მის ორ­ბი­ტა­ზე არი­ან და მის ერ­თგუ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ხდე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი. მე არ ვი­ტყვი, რომ ბი­ძი­ნა ამას შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებს, მაგ­რამ ეს კრე­დი­ტი არის ერ­თგვა­რი პო­ტენ­ცი­უ­რი უღე­ლი, რო­მე­ლიც ურ­ჩო­ბის შემ­თხვე­ვა­ში უც­ბად და­გედ­გმე­ბა კი­სერ­ზე...

ჩვე­ნი სა­ჩუ­ქა­რიც თა­ვი­დან კრე­დი­ტად გა­ფორმ­და. ჩემი და ბი­ძი­ნას გზე­ბი სა­ბო­ლო­ოდ რომ გა­ი­ყო, ჩემს მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, მი­სუ­ლი­ყო "ქარ­თუ ბან­კში", გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა კრე­დი­ტის სტა­ტუ­სი, რის შემ­დე­გაც გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და ბი­ნის გა­ყიდ­ვა და კრე­დი­ტის და­ფარ­ვა. მე­უღ­ლემ გა­არ­კვია, რომ ჩვე­ნი კრე­დი­ტი უკვე და­ფა­რუ­ლი იყო. ანუ, კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს იყო ნამ­დვი­ლი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც არც არას­დროს და­მი­მა­ლავს“ - წერს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე