რეზონანსი
(25.04.2023)

ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლალი როსტიაშვილის შესახებ წერს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ მას დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, ახლა ქუჩაში უგზო-უკვლოდ დადის და არავის უჯერებს.  ემიგრანტთან ჩასული იყო შვილი და ქმარი, თუმცა არც მათ გაჰყვა საქართველოში.

„იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა კარგად იციან ამ ქალბატონის შესახებ. ამჯერად მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ და რჩევა გკითხოთ. ფოტოებზე თქვენ ერთი და იგივე ქალბატონს, ლალი როსტიაშვილს ხედავთ. ეს ფოტოები რამდენიმე თვის შუალედით არის გადაღებული. იტალიაში ჩასვლის დროს და რამდენიმე თვის მერე. სამწუხაროდ, ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. არ უსმენს და არ უჯერებს არავის. იტალიის ქუჩებში უგზო-უკვლოდ დარბის. ქართველები პერიოდულად პოულობენ, მიყავთ საავადმყოფოში, მაგრამ იქიდან იპარება და ისევ ქუჩებში გარბის. შვილმა იტალიაში ჩააკითხა, მაგრამ საქართველოში არ გამოყვა. ამჯერად ქმარია ჩასული და არც მას მოყვება. საელჩო ამბობს, აქედან ძალით ვერავის გავუშვებთო. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვაკვალიანოთ, რისი გაკეთება შეიძლება? რა ზომებს მივმართოთ? როგორ დავაბრუნოთ ლალი საქართველოში?“ - დაწერა მუსერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე