რეზონანსი
(25.04.2023)

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს აკეთებს და მოსალოდნელი რთული დღეების შესახებ საუბრობს.

„კვირა მთლიანობაში სასიკეთოა, პოზიტიური, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ურთიერთგაგება იმატებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, სიტუაცია სტაბილურდება. 

გვახსოვდეს, რომ ეს კვირა არის დაბნელებების დერეფანი. მთვარის დაბნელება გვქონდა 20 აპრილს და გვექნება 5 მაისს. ამიტომ სიფრთხილე მაინც გვმართებს.

ამ კვირაში მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაცაა - 15 მაისამდე მერკური რეტროგრადულია. იგი წარსულში გვაბრუნებს. ძველი იდეები, შეუსრულებელი დაპირებები, რაღაც ძველი პროექტების, რომლებიც სწორად არ წარიმართა, ან შეჩერდა, დაბრუნების და გამოსწორების დროა. 

გავითვალისწინოთ სამი განსაკუთრებული დღე - ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ამიტომ ყველას ვთხოვ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს. არავითარი სოლარიუმი, ნერვიულობა და ფიზიკურ-ემოციური გადაღლა.

ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - დღეს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. აკონტროლეთ წნევა, კარგია სუფთა ჰაერი და დასვენება“, - თქვა ცაგარელმა „იმედის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე