რეზონანსი
(23.04.2023)

ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის American Idol-ის ტურში, ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის მონაწილეობას „ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ეხმაურება და ამბობს, რომ ნუცა ერთადერთი უცხოელია რომელმაც მიაღწია ამ ეტაპამდე.

„ამერიკის და მთელი მსოფლიოს ფორუმებზე კომენტარებს ვკითხულობ, ყველას უკვირს და არ აქვთ გათვითცნო

ძალიან კარგი სიმღერა აქვს შემდეგი ტურისთვის, ასევე მოამზადეს საიმიჯო ვიდეოები ყველა მონაწილეზე. ნუცას ვიდეო ძალიან ემოციურია, რომელიც სხვა მხრიდან დაანახვებს ყველას მის პიროვნებას და წარსულ გზას. ვფიქრობ ეს ვიდეო ემოციურად განაწყობს ამერიკას, ნუცას ძალიან ბევრი ამერიკელი გულშემატკივარი ჰყავს.

კარგად ვიცი მისი სტილი, ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გადავიდეს შემდეგ ტურებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები ჰყავს. გამორჩეულად ძლიერი სეზონია. რეიტინგებით თუ ვივარაუდებთ, ნუცა სამეულშია. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ მას საკმაოდ კარგი შედეგები ექნება ხმის მიცემის მხრივ და სავარაუდოდ ის გადავა შემდეგ ტურში", - ამბობს ზაზა შენგელია „ტვ პირველთან" საუბრისას.ბიერებული, რომ შეიძლება უცხოელი კონკურსანტი მონაწილეობდეს ამ პროექტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე