რეზონანსი
(20.04.2023)

ლაგოდეხში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი ვარკეთილში ავარიის დროს დაღუპული ბავშვის შესახებ წერს და საზოგადოების ერთ ნაწილს უპირისპირდება.

"ისევ ჩაქრა 14 წლის ბავშვის სიცოცხლე,ისევ დაუდევრობით. ისევ გამოტ***ურდა არამკითხე ძუ**ები "მარტო რატომ იყო?" "დედა სად იყო?".

როდემდე უნდა ასხათ ცეცხლზე ნავთი არაქალებმა?!", - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

18 აპრილს ვარკეთილში მომხდარ საზარელ ავარიას სკოლის მოსწავლე ანა ჩინჩალაძე ემსხვერპლა. მძღოლი  ადგილიდან მიიმალა, მაგრამ რამდენიმე საათში, იგი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე