რეზონანსი
(19.04.2023)

25 აპრილს სტამბულის კლინიკაში დათო ევგენიძე ღვიძლის ტრანსპლანტაციას იკეთებს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, გიორგი მახარაშვილი დათოს დონორია და უფროს კოლეგასა და შვილის ნათლიას თავისი ღვიძლი უნდა გადაუნერგოს.

"ჩემმა ღვიძლმა ძმამ მახარამ - ახალი ღვიძლი მახარა. აღდგომა მოდის, იხარეთ, ცამ მადლი გადმოგვაყარა", - დაწერა დათო ევგენიძემ, ხოლო გიორგი მახარაშვილმა სტამბულიდან ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი მინაწერით:

"25-ში ერთნი გავხდებით!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე