რეზონანსი
(18.04.2023)

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსი დავით ევგენიძე საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გაემგზავრა. როგორც ირკვევა, მას ღვიძლის გადანერგვა სჭირდება და ოპერაცია 25 აპრილს არის დანიშნული. ორი დღის წინ მან ფოტო ატვირთა ასეთი მინაწერით: 

„ოპერაციის მერე აკრძალული გვაქვს ალკოჰოლი და გადავწყვიტეთ, თითო ჭიქა ჩაგვერტყა“.

ცოტა ხნის წინ კი პატარა ლექსიც გამოაქყვეყნა:

„საქართველო - მომენატრა  

არ ჭირდება

ამას მანტრა

მე სულ მალე დავბრუნდები-

ავისრულებ მე ჩემს ნატვრას  

მე გვერდით მყავს მახარა

მზის ამოსვლა მახარა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე