რეზონანსი
(13.04.2023)

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

“მოზაიკას” ინფორმაციით, გასულ ღამეს, ძამას ხეობაში, სოფელ ორთუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი დაიღუპა. 

მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია სოციალურ ქსელში უსამძიმრებს და თანაუგრძნობს ოჯახს

"ღვთივ მიისვენა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრმა მორჩილმა ნიკოლოზმა (ავალიანი).

მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო, თᲐნავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ეპარქიას.

უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი სული.

გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული, მორჩილი ნიკოლოზი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე