რეზონანსი
(24.03.2023)

რამდენიმე დღის წინ გადაცემა „ვიზიტორში“ ლენუკა ყიფშიძემ ძის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი ყიფშიძე კლინიკაშ მოხვდა ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამო. დღეს კი ლენუკამ ვიდე გაავრცელა, სადაც გიორგისთან ერთად იმყოფებოდა:

„აი, ყველას რომ გაინტერესებთ ჩემი ძმა როგორ არის. გადასარევად არის, ხომ კარგად ხარ, გიო?“ – თქვა ლენუკა ყიფშიძე საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

გირგი ყიფშიძემ კი დაადასტურა დის ნათქვამი და საზოგადოებას მიმართა:

„რა გინდათ, ჩემგან ხალხო, რამე დაგიშავეთ? რატომ გახდიო... მსახიობი ვარ, ხან გავხდები, ხან გავსუქდები, ხან ისეთ ხასიათზე ვიქნები, ხან ასეთზე... ფანტასტიკურად ვარ, მივდივარ რეპეტიციაზე“, – თქვა გიორგი ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე