რეზონანსი
(28.02.2023)

როგორც ზურა ხაჩიძე აღნიშნავს, მისმა და ხათუნა ჟორდანიას სიყვარულმა დროს გაუძლო და დღემდე მყარია.

„ამდენი წლის მანძილზე ძალიან ბევრი პროგნოზირებდა ჩვენი ოჯახის დანგრევას. მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობები, დედამიწის ზევით იწერება. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ცხოვრების გზაზე მე ჩემი ტოლი და სწორი შემხვედროდა. ვგულისხმობ, შესაძლოა მე ჩემი ასაკის და ხათუნას თავისზე ოდნავ უფროსი ადამიანი შეხვედროდა. თუმცა მოხდა ისე, რომ ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და არავის საქმე ეს არ იყო.

მე და ხათუნას მილიონ რამეს გვაბრალებდნენ, რომ ეს ოჯახი ანგარებით შეიქმნა. ფაქტია, რომ ამ სიყვარულმა დროს გაუძლო და 20 წელია ერთად ვართ. ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ ერთად და ცალ-ცალკეც გვიცხოვრია”, – განაცხადა ლელა წურწუმიას გადაცემაში ზურა ხაჩიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე