რეზონანსი
(27.02.2023)

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ნაპოლის" ქართველის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია.

"მომწონს კვარაცხელია, ძლიერი ფეხბურთელია. ვიქტორ ოსიმენიც შესანიშნავი თავდამსხმელია. საიდუმლო არ არის, რომ „ნაპოლი" კარგად თამაშობს. ეს ჩანს შედეგებიდან, სერია A-ს სატურნირო ცხრილში და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაში, "ნაპოლის" დროა.

თუ კვარა და ოსიმენი ასე კარგად თამაშობენ, ეს გუნდის დამსახურებაცაა, რადგან განსხვავებას არ ქმნის ინდივიდუალური ხარისხი, არამედ ყოველთვის კოლექტიური თამაში. ლუჩანო სპალეტი ძლიერი მწვრთნელია, სკუდეტო ჯერ არ მოუგია, მაგრამ წელს ყველაფერი "ნაპოლის" გამარჯვებისკენ მიდის", - თქვა ზლატანმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევრებს, "ინტერსა" და "მილანს" 18-18 ქულით უსწრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე