რეზონანსი
(25.02.2023)

ტერორისტად გამოცხადებული, ბადრი ესებუა ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სიყვარულმა დააბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ "შაბათის ეთერი" ავრცელებს.

მათი ცნობით, ესებუას ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჰქონდა ნაქირავები.

ის აქ მარტო არ ცხოვრობდა, ადვოკატები ამბობენ, რომ ესებუა ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სიყვარულმა დააბრუნა და ცხოვრობდა ქალთან ერთად, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა.

შეყვარებულმა ტერორისტად გამოცხადებულ კაცს საიდუმლო წელიწადნახევრის განმავლობაში შეუნახა, თუმცა საბოლოოდ, ის პოლიციის მახეში მაინც გაება, საბედისწერო ბადრი ესებუასთვის 8 თებერვალი და ჯიხაშკარში ნათესავთან სტუმრობა აღმოჩნდა. ჯიქიების საცხოვრებელ სახლში საქმის მასალების მიხედვით ესებუა ბანკის ძარცვის შემდეგ მინიმუმ ოთხჯერ იმყოფებოდა. მეხუთე ჩასვლა კი მისი დაკავებით დასრულდა. ესებუა დაასმინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე