რეზონანსი
(25.02.2023)

კანადაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„შენ წახვედი მაღლა ცაში გაფრინდიი თითქოს არაფერი, ამ დროს  დედა თმებს იწეწავს და აღარ იცის რაქნას მან ხომ შვილი დაკარგა..  აკოო ბიჭოო, შენი მეუღლე ნინი შენს გარეშე ეხლა რა ეშველება? რა ქენი დატოვე და წახვედიი. შენი ოჯახი გლოვობს აკო. მხოლოდ ერთი რამე უნდათ რომ დაბრუნდე... დაბრუნდე და ისევ ჩაეხუტო მათ. დაბრუნდი და შენს დედას სიცოცხლის აზრი დაუბრუნე. დაბრუნდი და მიეცი შანსი შენს მეუღლეს შენს ოჯახს რომ გაიღიმონ მიეცი შანსი შენთან უფრო ბევრი დრო გაატარონ აკო... დაბრუნდი ვერ ხედავ დედაშენი შავებში ჩაცმული როგორ გლოვობს შვილის სიკვდილს ვერ ხედავ  როგორ ტირის ყველა? 

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა  მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს მანანა გელაშვილს და ნინი მგალობლიშვილს  ოჯახსა და ახლობლებს.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.

შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.

თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ეს რა გააკეთე... არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე