რეზონანსი
(20.02.2023)

თბილისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბიჭი, ნიკა კე­კე­ლია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო გარდაიცვალა.

ნიკას ოჯახის ახლობელი, თამთა დავითულიანი სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება.

"ორი დღეც ვერ გაძელით უერთმანეთოდ ბიჭებო. არ ვიცი რა ვთქვა ნათელი თქვენს ლამაზ სულებს", - წერს თამთა დავითულიანი.

შეგახსენებთ, თბილისში, 15 თებერვალს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

გარდაცვლილები ირაკლი ქუთათელაძე და ნოდარ გულიაშვილი არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე