რეზონანსი
(20.02.2023)

იტალიაში ქართველი ემიგრანტი აივნიდან, 9 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ინფორმაცია ამის შესახებ იტალიაში მცხოვრებმა ემიგრანტმა, „დიასპორის სახლის“ წევრმა ირმა კაპანაძემ გაავრცელა:

„რამდენიმე კვირის წინ უდინეში ახალგაზრდა ქალი აივნიდან გადავარდა. ფეხი დაუცდა, წონასწორობა დაკარგა და 9 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. დავდიოდი რეანიმაციაშიც, დღესაც ვიყავი საავადმყოფოში, თვითონაც ვნახე, ექიმებს ველაპარაკე და ყველაფერი კარგადაა...

 სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ორშაბათს სარეაბილიტაციო სტრუქტურაში გააგრძელებს მკურნალობას. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება. ძალიან კმაყოფილი ვარ...“ - წერს ირმა კაპანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე